ჩართვა/გამორთვა
- პირველი ჩართვისას და ყოველი მუშაობის დაწყების წინ შეასრულეთ სიზუსტის შემოწმება იხ. სიზუსტის კონტროლი და საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია.
ჩართვა
- დააჭირეთ ღილაკს
, რათა ჩართოთ საზომი ხელსაწყო. - საზომი ხელსაწყო ასხივებს ცვლად ლაზერულ სხივს (1) გამოსასვლელი ხვრელებიდან (3).
ნიველირება იწყება ავტომატურად. ნიველირების დროს ლაზერი გამორთულია, ხოლო დახრის კუთხის ინდიკატორი (8) ციმციმებს მწვანედ იხ. ავტომატური ნიველირების ფუნქცია.
წარმატებული ნიველრიების შემდეგ ჩაირთობა ლაზერული სხივი და იწყება ბრუნვა. დახრის კუთხის ინდიკატორი (8) ანთია მწვანედ.
საზომი ხელსაწყო მუშაობს ბრუნვის რეჟიმში ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარით.
მუშაობის სხვა დანარჩენი რეჟიმების მართვა შეიძლება მხოლოდ Bosch Levelling Remote App იხ. დისტანციური მართვა აპლიკაციის მეშვეობით Bosch Levelling Remote App მეშვეობით.
გამორთვა
- გეჭიროთ დაჭერილი ღილაკი
. - აუშვით ღილაკი
, როგორც კი ჩაქრება დახრის კუთხის ინდიკატორი (8) (დაახ. 1,5 წმ შემდეგ).
- ამის შემდეგ საზომი ხელსაწყო გამოირთობა.
საზომი ხელსაწყო დაცულია ექსტრემალური ელექტრული მუხტისგან (ეემ). თუ საზომი ხელსაწყო დაექვემდებარება ელექტრულ მუხტს (მაგ.: ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში შეხებისას), ის ავტომატურად გამოირთობა.
- გამორთეთ და ისევ ჩართეთ საზომი ხელსაწყო
ღილაკის მეშვეობით, როგორც ეს აღწერილია ზევით.
აპარატულმა ხარვეზმა შეიძლება გამოიწვიოს საზომი ხელსაწყოს ავტომატური გამორთვა. გამორთვის წინ 3 წმ განმავლობაში ციმციმებენ <Er> და <03> დახრის კუთხის ინდიკატორზე (8).
- მიმართეთ მომსახურების ცენტრს Bosch საზომი ხელსაწყოს შესამოწმებლად.
საზომი ხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა აკუმულატორის ან კვების ელემენტების დასაცავად შემდეგ შემთხვევებში:
- საზომი ხელსაწყო თვითნიველირების დიაპაზონის გარეთაა 10 წუთ-ზე მეტხანს.
- შეცვალეთ საზომი ხელსაწყოს პოზიცია და ისევ ჩართეთ ის.
- გადაჭარბებულია მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურა (ყველა ინდიკატორი ციმციმებს 3-ჯერ გამორთვის წინ).
- განმეორებითი ჩართვის წინ დაელოდეთ საზომი ხელსაწყოს გაგრილებას.