დისტანციური მართვა აპლიკაციის მეშვეობით Bosch Levelling Remote App
საზომი ხელსაწყო აღჭურვილია Bluetooth® მოდულით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დისტანციურად მართოთ Bluetooth® ინტერფეისით სმარტფონიდან.

ამ ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Bosch Levelling Remote App აპლიკაცია. საბოლოო ხელსაწყოზე დამოკიდებულად ის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შესაბამისი მაღაზიებიდან (Apple App Store, Google Play Store). აპლიკაციის ჩამოსატვირთად, დაასკანერეთ იქვე არსებული QR-კოდი.
- დისტანციური მართვისას Bluetooth® მეშვეობით შეიძლება სმარტფონს და საზომ ხელსაწყოს შორის დროის დაყოვნება ცუდი კავშირის გამო.
Bosch Levelling Remote App მეშვეობით შეიძლება საზომი ხელსაწყოს შემდეგი ფუნქციების მართვა:
- ბრუნვის სიჩქარის შეცვლა
- ხაზოვანი/წერტილოვანი რეჟიმის ჩართვა/გამორთვა და ლაზერული ხაზის/წერტილის რეგულირება
- დახრის რეჟიმის ჩართვა/გამორთვა და დახრის კუთხის შეცვლა
- ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის ჩართვა/გამორთვა
- ლოდინის რეჟიმის ჩართვა/გამორთვა
გარდა ამისა, საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია ადვილად სრულდება აპლიკაციის მეშვეობით.
ფუნქცია Bluetooth® შეგიძლიათ ჩართოთ და გამორთოთ ღილაკის
მეშვეობით. პარამეტრი ინახება საზომი ხელსაწყოს გამორთვისას.
მობილურ მოწყობილობასთან კავშირის დამყარება/შეწყვეტა:
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
, რათა ჩართოთ Bluetooth® ფუნქცია. - დადასტურებისთვის Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ციმციმებს ნელი ტემპით.
თუ საზომი ხელსაწყო ადრე უკვე იყო შეერთებული მობილურ მოწყობილობასთან და ეს მოწყობილობა მოქმედების ზონაშია (აქტიური Bluetooth®) ინტერფეისით, მაშინ ამ მობილურ მოწყობილობასთან შეერთება განახლდება ავტომატურად. შეერთება წარმატებულია, როდესაც Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ანთია უწყვეტად.
Bluetooth® შეერთება შეიძლება შეწყდეს დიდი მანძილის ან საზომ ხელსაწყოს და მობილურ მოწყობილობას შორის წინაღობის გამო, ისევე როგორც ელექტრომაგნიტური ხარვეზის გამო. ამ შემთხვევაში Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ციმციმებს.
განმეორებითი შეერთება:
(პირველადი შეერთება ან სხვა მობილურ მოწყობილობასთან შეერთება)
- დარწმუნდით, რომ Bluetooth® ინტერფეისი მობილურ მოწყობილობაზე და ფუნქცია Bluetooth® საზომ ხელსაწყოზე აქტიურია.
- ჩართეთ Bosch Levelling Remote App.
- რამოდენიმე აქტიური საზომი ხელსაწყოების აღმოჩენის შემთხვევაში აირჩიეთ შესაბამისი საზომი ხელსაწყო.
- დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე და გეჭიროთ, სანამ Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) არ დაიწყებს სწრაფ ციმციმს. - დაადასტურეთ შეერთება მობილურ მოწყობილობაზე.
- როდესაც Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ანთია უწყვეტად, შეერთება წარმატებულია.
თუ შეერთება ვერ ხერხდება 30 წმ განმავლობაში, პროცესი წყდება და შეერთების ინდიკატორი Bluetooth® (15) იწყებს ნელ-ნელა ციმციმს.
Bluetooth® ფუნქციის გამორთვა:
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
.
- Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ქრება.
Bluetooth® ფუნქციის განულება ქარხნულ პარამეტრებამდე:
ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებისას საზომ ხელსაწყოში იშლება ყველა შეერთების პარამეტრი.
- თუ მოქმედების რადიუსში არის მობილური მოწყობილობა, რომელთანაც უკვე შეერთებული იყო საზომი ხელსაწყო, ან გამორთეთ Bluetooth® ფუნქცია ამ მოწყობილობაზე, ან წაშალეთ მობილურ მოწყობილობაზე საზომ ხელსაწყოსთან შეერთება.
- ჩართეთ საზომი ხელსაწყო.
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე. - დადასტურებისთვის Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ციმციმებს ნელი ტემპით.
- შემდეგ ერთხელ დააჭირეთ ღილაკს
და ღილაკს
და გეჭიროთ 5 წმ განმავლობაში Bluetooth® (15) შეერთების ინდიკატორი არ აინთება მოკლე დროით და ისევ არ ჩაქრება.
Bluetooth® ფუნქციის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება:
თუ Bluetooth® ფუნქციისთვის ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, გამოჩნდება შეტყობინება Bosch Levelling Remote App. განახლების დასაყენებლად მიჰყევით აპლიკაციის მითითებებს.
განახლების დროს Bluetooth® შეერთების ინდიკატორი (15) ციმციმებს რითმულად. სანამ განახლება წარმატებულად არ დაყენდება, ყველა ღილაკი დეაქტივირებულია, ხოლო ლაზერული სხივი გამორთულია.