კედლის სამაგრი გადამოწმების კვანძით
საზომი ხელსაწყო შეგიძლიათ დაამაგროთ კედელზე კედლის სამაგრის მეშვეობით გადამოწმებით კვანძით (33). კედლის სამაგრის გამოყენება რეკომენდირებულია, მაგ.: სიმაღლეზე მუშაობისას, რომელიც აღემატება გახსნილი შტატივის სიმაღლეს, ან არამყარ საფუძველზე და შტატივის გარეშე მუშაობისას.
- მიახრახნეთ კედლის სამაგრი (33) ერთი ხრახნით სამაგრი ხვრელით (27) კედელზე.
- ალტერნატივის სახით შეიძლება კედლის სამაგრის დამაგრება (33) მომჭერით(28), მაგ.: ჭერის თამასაზე.
- დააყენეთ კედლის სამაგრი რაც შეიძლება ვერტიკალურად და შეამოწმეთ დამაგრების საიმედოობა.
- მოუჭირეთ ხრახნს 5/8" (31) კედლის სამაგრზე საზომი ხელსაწყოს შტატივის ჰორიზონტალურ ბუდეში (16) ან ვერტიკალურ ბუდეში შტატივის ქვეშ (18).
გასწორების ბლოკის მეშვეობით შეიძლება საზომი ხელსაწყოს გადაადგილება სიმაღლეზე დაახ. ±45 სმ დიაპაზონში.
- მოუშვით სამაგრ ხრახნს (32) გასწორების ბლოკზე.
- დააჭირეთ ღილაკს (29).
- გადაადგილეთ გასწორების ბლოკი დაახლოებით საჭირო სიმაღლეზე.
- დაარეგულირეთ ლაზერული სხივი ზუსტი რეგულირების ხრახნით (30) ზუსტად საჭირო საყრდენ სიმაღლეზე.
- ისევ მოუჭირეთ სამაგრ ხრახნს (32).