მიმოხილვა

ჩართვის შემდეგ საზომი ხელსაწყო ამოწმებს ნიველირების სიზუსტეს ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ პოზიციაში და ავტომატურად ანაზღაურებს უზუსტობებს თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებში დაახ. ±15 % (±8,5°).

ნიველირების დროს ლაზერი გამორთულია, ხოლო დახრის კუთხის ინდიკატორი (8) ციმციმებს მწვანედ.

წარმატებული ნიველრიების შემდეგ ჩაირთობა ლაზერული სხივი და იწყება ბრუნვა. დახრის კუთხის ინდიკატორზე (8) საზომი ხელსაწყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ანთია <0.0%> მწვანედ, ხოლო ვერტიკალურზე <-->.

თუ საზომ ხელსაწყოს აქვს დახრა 15 % მეტად ან დაყენებულია არა ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში თვითნიველირება შეუძლებელია. დახრის კუთხის ინდიკატორზე (8) ნახევრები <100> მორიგეობით ციმციმებს წითლად.

  1. განათავსეთ საზომი ხელსაწყო თავიდან და დაელოდეთ, სანამ არ ჩატარდება თვითნიველირება ავტომატურად.
თუ საზომი ხელსაწყო არ ნიველირდება ავტომატურად პოზიციის შეცვლის შემდეგ, ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს , რათა ჩართოთ ნიველირება თავიდან.

ნიველირებული საზომი ხელსაწყო გამუდმებით ამოწმებს საკუთარ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პოზიციას. პოზიციის შეცვლის შემთხვევაში ავტომატურად სრულდება თვითნიველირება. გაზომვის შეცდომების თავიდან აცილების მიზნით ნიველირების დროს ლაზერი გამოირთობა. დახრის კუთხის ინდიკატორი (8) ციმციმებს მწვანედ .