მანძილსაზომი თამასა

საზომი თამასით მუშაობისას მაღალი ძაბვის კაბელების სიახლოვეში უნდა დაიცვათ განსაკუთრებული სიფრთხილე. საზომი თამასის მიახლოებისას მაღალი ძაბვის კაბელებთან შეიძლება ელექტრული დენით დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი.

არ იმუშაოთ საზომი თამასით ჭექა-ქუხილის მოახლოვებისას.

უთანასწორობის შესამოწმებლად და ფერდობების გადასატანად რეკომენდირებულია მანძილსაზომი თამასის გამოყენება (25) ლაზერული მიმღებით.

მანძილსაზომ თამასაზე (25) ზევიდან დასმულია შედარებითი შკალა. ნული განისაზღვრება ქვევით გამოსაწევ მონაკვეთზე. ამის წყალობით შეიძლება განსაზღვრული სიმაღლიდან გადახრის დაუყოვნებლივ აღმოჩენა.