საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია
შემდეგი სამუშაოების შესრულება შეუძლიათ მხოლოდ კარგად ნასწავლ და კვალიფიცირებულ სპეციალისტებს. ცნობილი უნდა იყოს სიზუსტის კონტროლის ან საზომი ხელსაწყოს კალიბრაციის წესები.
- შეასრულეთ საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია მაქსიმალური სიზუსტით ან მიმართეთ საზომი ხელსაწყოს შესამოწმებლად მომსახურების ცენტრსBosch. არასწორი კალიბრაცია იწვევს გაზომვის არასწორ შედეგებს.
- ჩართეთ კალიბრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გჭირდებათ საზომი ხელსაწყოს კალიბრაციის შესრულება. როდესაც საზომი ხელსაწყო გადადის კალიბრაციის რეჟიმში, საჭიროა კალიბრაციის შესრულება მაქსიმალური სიზუსტით, რათა არ მიიღოთ გაზომვის არასწორი შედეგები.
- ყოველი კალიბრაციის შემდეგ შეამოწმეთ ნიველირების სიზუსტე. თუ ცდომილება მაქსიმალურად დასაშვებ მნიშვნელობაზე მეტია, საზომი ხელსაწყო ჩააბარეთ მომსახურების ცენტრში შესამოწმებლად Bosch.
მითითება: Z ღერძის კალიბრაცია შეიძლება მხოლოდ მომსახურების ცენტრში Bosch.
X და Y ღერძების კალიბრაცია
საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია (როგორც ქვევით არის აღწერილი) შეძლებისდაგვარად უნდა ჩაატაროთ ლაზერული გამოსხივების მიმღებით LR 45. ლაზერული გამოსხივების მიმღების გარეშე კალიბრაცია შეიძლება მხოლოდ განათების ხელსაყრელ პირობებში და შეუღლებულია შეცდომების მაღალი რისკით.
კალიბრაციის დროს არ შეიძლება საზომი ხელსაწყოს და ლაზერული მიმღების პოზიციის შეცვლა (გარდა აღწერილი გასწორებების და ბრუნებისა). ამიტომ დააყენეთ საზომი ხელსაწყო მყარ თანაბარ ზედაპირზე და საიმედოდ დაამაგრეთ ლაზერული მიმღები.
კალიბრაცია უნდა ჩაატაროთ Bosch Levelling Remote App შემდეგ. აპლიკაციის მეშვეობით მართვისას გამოირცხულია შეცდომის შესაძლებლობა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საზომმა ხელსაწყომ შეიძლება შეიცვალოს პოზიცია ღილაკებზე გაუფრთხილებელი დაჭერისას.
აპლიკაციის გარეშე კალიბრაციის დროს საჭიროა საზომ ხელსაწყოზე შესაბამისი ღილაკის დაჭერა.
თქვენ დაგჭირდებათ თავისუფალი მონაკვეთი 30 მ სიგრძით მყარ საფუძველზე. თუ მსგავსი გასაზომი მონაკვეთი არ არის, კალიბრაცია შეგიძლიათ შეასრულოთ ნიველირების ნაკლები სიზუსტით 15 მ მანძილის მონაკვეთზე.
საზომი ხელსაწყოს და ლაზერული მიმღების მონტაჟი კალიბრაციისთვის:
- საზომი ხელსაწყო ჰორიზონტალურ პოზიციაში დააყენეთ 30 მ ან 15 მ მანძილზე ლაზერული მიმღებიდან შტატივზე (26) ან დააყენეთ ის მყარ თანაბარ ზედაპირზე.
- საიმედოდ დაამაგრეთ ლაზერული მიმღები შესაბამის სიმაღლეზე:
- კედელზე ან სხვა ზედაპირზე ლაზერული მიმღების მაგნიტებით,
- ან სტაბილურად დამაგრებულ დამხმარე საშუალებაზე ლაზერული მიმღების სამაგრის მეშვეობით.
ამასთან დაიცავით ლაზერული მიმღების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მითითებები.
საზომი ხელსაწყოს გასწორება კალიბრაციისთვის:

- გაასწორეთ საზომი ხელსაწყო ისე, რომ X ღერძის საზომ ხელსაწყოზე ამოჭრილი ინდიკატორი «−» ნიშნულით მიმართული იყოს ლაზერული მიმღებისკენ. X ღერძი ამასთან უნდა განთავსებული იყოს საზომი ხელსაწყოს მიმართ ვერტიკალურად.
კალიბრაციის მითითებები:
- კალიბრაციის დროს ყველა ღილაკი საზომ ხელსაწყოზე, რომელიც კალიბრაციისთვის არ არის საჭირო, დაექტივირებულია.
- თუ კალიბრაციის დროს არც ერთი ღილაკი არ არის დაჭერილი 5 წუთის განმავლობაში ან 5 წუთის განმავლობაში არ ისმის სიგნალი Bosch Levelling Remote App, მაშინ კალიბრაცია საზომ ხელსაწყოზე წყდება. ამასთან ცვლილებები არ ინახება. დახრის კუთხის ინდიკატორზე (8) თანმიმდევრობით ციმციმებენ წითლად <Er> და <01>. მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე დასაბრუნებლად დახურეთ შეცდომის შესახებ შეტყობინება ან ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე. - საზომი ხელსაწყოს კალიბრაცია შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში აპლიკაციის მეშვეობით ან საზომ ხელსაწყოზე
ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით. ამასთან ცვლილებები არ ინახება. წინა ნაბიჯზე დაბრუნება კალიბრაციის დროს შეუძლებელია. - თუ კალიბრაციის დროს აპლიკაციის მეშვეობით საზომ ხელსაწყოსთან კავშირი შეწყვეტილია, კალიბრაცია შეიძლება გაგრძელდეს საზომ ხელსაწყოზე (იხ. კალიბრაციის პროცესი აპლიკაციის გარეშე).
კალიბრაციის დაწყება:
- საზომი ხელსაწყო უნდა ჰორიზონტალურ პოზიციაში იყოს. ვერტიკალურ პოზიციაში კალიბრაცია არ ჩაირთვება არც აპლიკაციიდან, და არ საზომი ხელსაწყოდან.
კალიბრაცია Bosch Levelling Remote App მეშვეობით:
- ჩართეთ საზომი ხელსაწყო.
- დაამყარეთ კავშირი მობილურ მოწყობილობასთან Bosch Levelling Remote App მეშვეობით.
- დაიწყეთ კალიბრაცია აპლიკაციაში.
- შემდგომში მიჰყევით აპლიკაციის მითითებებს.
კალიბრაცია აპლიკაციის გარეშე:
- საზომი ხელსაწყო უნდა გამოირთოს.
- საზომ ხელსაწყოზე დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი
. ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
და აუშვით, რათა ჩაირთოს კალიბრაცია. - საზომი ხელსაწყო ნიველირდება. ნიველირება გამოისახება მორბენალი სეგმენტების მეშვეობით დახრის კუთხის ინდიკატორზე (8).
- ნიველირების დასრულების შემდეგ <C1> ციმციმებს წითლად დახრის კუთხის ინდიკატორზე (8).
აპლიკაციის გარეშე კალიბრაციის შესრულება:
- ჩართეთ ლაზერული გამოსხივების მიმღები.
- გაასწორეთ ლაზერული მიმღები სიმაღლეზე, ისე რომ ლაზერული სხივი (1) აისახოს ლაზერული მიმღების ცენტრში. ამასთან დაიცავით ლაზერული მიმღების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მითითებები.
- საიმედოდ დაამაგრეთ ლაზერული მიმღები ამ სიმაღლეზე.
X ღერძის კალიბრაცია:
- დარწმუნდით, რომ საზომი ხელსაწყო და ლაზერული მიმღები სწორედ არის გასწორებული ერთმანეთის მიმართ (X ღერძის «−» მხარე მიმართულია ლაზერულ მიმღებზე).
- დარწმუნდით, რომ ცვლადი ლაზერული სხივი (1) გამოისახება ლაზერული გამოსხივების მიმღებზე ცენტრში.
- მოატრიალეთ საზომი ხელსაწყო 180°, რათა X ღერძის «+» მხარე მიმართული იყოს ლაზერული მიმღებისკენ.
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე, რათა დაადასტუროთ ბრუნი. - ნიველირების დასრულების შემდეგ <C2> ციმციმებს წითლად დახრის კუთხის ინდიკატორზე(8).
- შეამოწმეთ შედარებითი სიმაღლის ინდიკატორზე ლაზერული გამოსხივების მიმღებზე ლაზერული სხივის მანძილი ცენტრალურ ნიშნულამდე.
- ყოველ ბრუნზე ყურადღება მიაქციეთ, რომ საზომი ხელსაწყოს სიმაღლე და დახრა არ შეიაცვალოს.
30 მ მონაკვეთზე მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება ±3 მმ. თუ ლაზერული გამოსხივების მიმღებზე გამოსახული მნიშვნელობა აღემატება 3 მმ, საჭიროა ლაზერის გასწორების კორექტირება:
- დააჭირეთ ღილაკს
ან ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე მანამდე, სანამ ლაზერული გამოსხივების მიმღებზე გამოსახული შედარებითი სიმაღლის მნიშვნელობა არ შემცირდება ორმაგად.
მაგალითი: თუ ლაზერული გამოსხივების მიმღებზე გამოისახებოდა 10 მმ მნიშვნელობა, დააჭირეთ საზომი ხელსაწყოს ღილაკს მანამდე, სანამ ლაზერული გამოსხივების მიმღების ინდიკატორის მნიშვნელობა არ იქნება 5 მმ. - ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე, რათა შეინახოთ X ღერძის კალიბრაცია. - ნიველირების დასრულების შემდეგ <C3> ციმციმებს წითლად დახრის კუთხის ინდიკატორზე (8).
Y ღერძის კალიბრაცია:
- მოატრიალეთ საზომი ხელსაწყო 90° ისე, რომ Y ღერძის «−» მხარე მიმართული იყოს ლაზერულ მიმღებზე.
- დარწმუნდით, რომ ცვლადი ლაზერული სხივი (1) გამოისახება ლაზერული გამოსხივების მიმღებზე ცენტრში.
- მოატრიალეთ საზომი ხელსაწყო 180°, რათა Y ღერძის «+» მხარე მიმართული იყოს ლაზერული მიმღებისკენ.
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე, რათა დაადასტუროთ ბრუნი. - ნიველირების დასრულების შემდეგ <C4> ციმციმებს წითლად დახრის კუთხის ინდიკატორზე (8).
- შეამოწმეთ შედარებითი სიმაღლის ინდიკატორზე ლაზერული გამოსხივების მიმღებზე ლაზერული სხივის მანძილი ცენტრალურ ნიშნულამდე.
- საჭიროების შემთხვევაში შეასწორეთ მანძილი, როგორც ეს აღწერილია X ღერძისთვის.
- შემდეგ ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე, რათა შეინახოთ Y ღერძის კალიბრაცია.
- დახრის კუთხის ინდიკატორზე (8) 2 წმ განმავლობაში ანთია მწვანედ <C>.
თუ კალიბრაცია დასრულდება წარმატებით, საზომი ხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა.
კალიბრაციის შეფერხება:
თუ X ან Y ღერძის კალიბრაცია არ შეინახება, დახრის კუთხის ინდიკატორზე (8) მორიგეობით წითლად ციმციმებენ <Er> და <02>.
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
საზომ ხელსაწყოზე, რათა დაადასტუროთ შეტყობინება. - საზომი ხელსაწყო ბრუნდება ნორმალურ რეჟიმში ცვლილების შენახვის გარეშე.
- დაიწყება კალიბრაცია თავიდან.
თუ კალიბრაციის შესრულება ისევ ვერ მოხერხდა, საზომი ხელსაწყო ჩააბარეთ მომსახურების ცენტრში შესამოწმებლად Bosch.