ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია

საზომი ხელსაწყო აღჭურვილია რყევის შესახებ გაფრთხილების ფუნქციით. პოზიციის შეცვლის, საზომი ხელსაწყოს რყევის ან გრუნტის ვიბრაციის შემთხვევაში ეს ფუნქცია თავიდან აგარიდებთ თვითნიველირებას ახალ პოზიციაში და, ამგვარად, საზომი ხელსაწყოს გადაადგილებით გამოწვეულ შეცდომებს.
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის აქტივაცია:
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია ჩართულია დუმილისამებრ. ის აქტიურდება ღილაკზე ბოლო დაჭერიდან 15 წმ შემდეგ.
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის აქტივაციის დროს (13) ციმციმებს მწვანედ. აქტივაციის შემდეგ ინდიკატორი ანთია მწვანედ.
ამოქმედდება ვიბრაციის გაფრთხილება:
თუ საზომი ხელსაწყოს პოზიცია იცვლება ან რეგისტრირდება ვიბრაცია, ამოქმედდება ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია. ლაზერის ბრუნვა ჩერდება, ლაზერული სხივი გამოირთობა, დახრის კუთხის ინდიკატორი (8) და ვიბრაციის გაფრთხილების ინდიკატორი (13) ციმციმებს წითლად.
- ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
.
- ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია ნულდება და საზომი ხელსაწყო იწყებს ნიველირებას. ამასთან ის ბრუნდება ნიველირების იმ პარამეტრებზე, რომლებიც იყო ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის ამოქმედებამდე.
ნიველირების შემდეგ საზომი ხელსაწყო ავტომატურად ჩაირთობა ბრუნვის რეჟიმში.
- ახლა შეამოწმეთ ლაზერული სხივის პოზიცია საყრდენი წერტილის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში შეასწორეთ სიმაღლე ან გაასწორეთ საზომი ხელსაწყო.
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის ჩართვა/გამორთვა:
- დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი
, სანამ ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია (13) არ შეიცვლის ფერს (დაახლოებით 3 წმ):
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის გამორთვისას – მწვანეად წითელზე,
ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის ჩართვისას – წითელიდან მწვანე ციმციმზე.
- ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქციის ჩართვისას ჯერ მოკლედ დააჭირეთ ღილაკს
ამ ფუნქციის განულებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი გამორთვა.15 წმ შემდეგ აქტიურდება ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია (ვიბრაციის გაფრთხილების ფუნქცია (13) მუდმივად ანთია მწვანედ).