ბატარეებით ექსპლუატაცია

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

  1. დააჭირეთ ბატარეების გადამაყვანის (20) თავსახურის ფიქსატორს და გახსენით თავსახური.
  2. ჩასვით ბატარეები ბატარეების გადამყვანში (21).
ამასთან ყურადღება მიაქციეთ პოლუსების სწორ მიმართულებას ბატარეების გადამყვანზე არსებული გამოსახულების მიხედვით.
ყველა ბატარეა ერთდროულად შეცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
  1. დახურეთ ბატარეების გადამყვანის თავსახური (21) და დააფიქსირეთ.
ბატარეების გადამყვანი გათვალისწინებულია მხოლოდ Bosch საზომ ხელსაწყოებში.