აკუმულატორით ექსპლუატაცია

გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორების მიწოდება ხდება ნაწილობრივად დამუხტულ მდგომარეობაში. აკუმულატორის სრული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, ბოლომდე დამუხტეთ ის პირველ გამოყენებამდე.

თუ საზომი ინსტრუმენტიდან ამოღებულია აკუმულატორი, დამუხტვის დონე შეიძლება გამოისახოს აკუმულატორის დამუხტვის ინდიკატორის მწვანე LED-ების მეშვეობით.

დააჭირეთ აკუმულატორის მუხტის დონის ინდიკატორის საჩვენებლად ან მუხტის დონის ინდიკაციისთვის.

თუ მუხტის დონის ინდიკატორის ღილაკის დაჭერის შემდეგ აკუმულატორული ბატარეის არცერთი შუქდიოდი არ აინთბა, ეს ნიშნავს, რომ აკუმულატორი გაუმართავია და საჭიროებს გამოცვლას.

აკუმულატორების ყველა ტიპს არ გააჩნია მუხტის ინდიკატორი.

აკუმულატორის ტიპი GBA 18V... | GBA18V...

LED

ტევადობა

უწყვეტი ნათება 3 მწვანე LED

60–100 %

უწყვეტი ნათება 2 მწვანე LED

30–60 %

უწყვეტი ნათება 1 მწვანე LED

5–30 %

ციმციმა ნათება 1 მწვანე LED

0–5 %

 

აკუმულატორის ტიპი ProCORE18V… | EXPERT18V… | EXBA18V… | CORE18V…

LED

ტევადობა

უწყვეტი ნათება 5 მწვანე LED

80–100 %

უწყვეტი ნათება 4 მწვანე LED

60–80 %

უწყვეტი ნათება 3 მწვანე LED

40–60 %

უწყვეტი ნათება 2 მწვანე LED

20–40 %

უწყვეტი ნათება 1 მწვანე LED

5–20 %

ციმციმა ნათება 1 მწვანე LED

0–5 %

‎EXPERT18V…‎‎‎‎ | ‎EXBA18V…‎‎‎‎‎

აკუმულატორის მუხტის დონის გარდა, LED ინდიკატორებიც მიუთითებს აკუმულატორის გაუმართაობის რისკის შესახებ.

ფუნქციის აქტივაციისთვის, დააჭირეთ და გეჭიროთ მუხტის დონის ინდიკატორი 3 წამის განმავლობაში.აკუმულატორის მდგომარეობის ანალიზზე მიუთითებს მორბენალი სინათლე აკუმულატორის მდგომარეობის ინდიკატორზე. შედეგი აისახება აკუმულატორის მუხტის დონის ინდიკატორზე.

1 LED: აკუმულატორს აქვს გაუმართაობის მაღალი რისკი. სიმძლავრე და მუშაობის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირებული იყოს. რეკომენდირებულია აკუმულატორის გამოცვლა.

5 LED: აკუმულატორი კარგ მდგომარეობაშია გაუმართაობის დაბალი რისკით.

ყურადღება მიაქციეთ: აკუმულატორის გაუმართაობის რისკის შეფასებას აქვს მხოლოდ ორი საფეხური და გთავაზობთ გამარტივებულ შეფასებას. აკუმულატორი ან კარგ მდგომარეობაშია, ან გაზრდილია გაუმართაობის წარმოქმნის რისკი. აკუმულატორის მდგომარეობა არ აისახება პროცენტებში.

დაიცავით აკუმულატორი ნესტის და წყლის ზემოქმედებისგან.

შეინახეთ აკუმულატორი მხოლოდ ტემპერატურის −20 °C-დან 50 °C-მდე დიაპაზონში. აკუმულატაროი ზაფხულში არ დატოვოთ ავტომობილში.

რეგულარულად გაწმინდეთ სავენტილაციო ხვრელები რბილი მშრალი ჯაგრისით.

დამუხტვის შემდეგ მუშაობის ხანგრძლივობის საგრძნობი შემცირება მიუთითებს, რომ აკუმულატორი ძველდება და საჭიროა მისი გამოცვლა.

დაიცავით უტილიზაციის მითითებები.