მტვრის და ბურბუშელას მოშორება
არ უგულებელყოთ მუშაობისას მტვრის რაოდენობის შემცირების ზომები. შესაბამისი გამწოვი მოწყობილობა ამცირებს ჯანმრთელობისთვის მავნე მტვრის რაოდენობას. უზრუნველყავით სამუშაო ადგილის კარგი ვენტილაცია. ყოველთვის გამოიყენეთ სასუნთქი ორგანოების დაცვის შესაბამისი საშუალებები. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ ამ მასალისთვის შესაფერისი მტვრის მოცილების სისტემა. დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.
- მოერიდეთ სამუშაო ადგილზე მტვერის დაგროვებას. მტვერი მარტივად აალდება.
მოთხოვნები მტვერსასრუტისადმი | ||
|---|---|---|
შლანგის რეკომენდირებული ნომინალური დიამეტრი | მმ | 28 |
საჭირო გაუხშოებაA) | მბარი | ≥ 140 |
საჭირო ხარჯიA) | ლ/წმ | ≥ 23 |
ფილტრის რეკომენდირებული ეფექტურობა | მტვრის კლასი MB) | |
- A)
სიმძლავრის მნიშვნელობა ელექტროხელსაწყოს შემწოვ მილყელზე
- B)
IEC/EN 60335-2-69 თანახმად
დაიცავით მტვერსასრუტის მითითებები. შეწოვის სიმძლავრის შემცირებისას შეწყვიტეთ მუშაობა და აღმოფხვერით მიზეზი.
მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
- გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.
- აალების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ალუმინის ხერხვისას გაავლეთ ნახერხის გამოსასვლელი მილყელი და არ გამოიყენოთ გამწოვი.
ნახერხის გამოსასვლელი მილყელის გავლება (იხ. სურ. i)
ნამზადის ნამტვრევების და მსხვილი ნათალის მოსაშორებლად შეგიძლიათ გაავლოთ სახერხი დისკის ქვედა დამცავი ბუდე (52).
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
- გადააბრუნეთ ელექტროხელსაწყო გვერდზე.
- მოუშვით სამაგრი ხრახნები (53) და გახსენით სახერხი დისკის ქვედა დამცავი ბუდე (52).
- მოაშორეთ ნამზადის ნამტვრევები და ნათალი.
- დახურეთ სახერხი დისკის ქვედა დამცავი ბუდე და ისევ მიახრახნეთ.
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
მტვერსასრუტის გარე სისტემა (იხ. სურ. j)
- მყარად ჩასვით შესაბამისი შლანგი მტვერმოშორების ადაპტერში (34).
მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.
გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.