ბატარეების დაყენება/შეცვლა

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

იმისთვის, რომ გახსნათ ბატარეების განყოფილების თავსახური (7), დააჭირეთ ფიქსატორს (6) და აწიეთ ბატარეების განყოფილების თავსახური. ჩასვით ბატარეები.

ამასთან ყურადღება მიაქციეთ სწორ პოლარიზაციას ბატარეების განყოფილების შიდა მხარეზე არსებული გამოსახულების შესაბამისად (7).

თუ ბატარეები იწყებს განმუხტვას, ლაზერული ხაზები ნელ-ნელა ციმციმებს 1 წუთის განმავლობაში.
როდესაც ბატარეები სრულად განიმუხტება, მდგომარეობის ინდიკატორი (2) აინთება წითლად, ხოლო ლაზერული სხივები სწრაფად ციმციმებს 10 წამის განმავლობაში. ამის შემდეგ საზომი ხელსაწყო გამოირთობა.

ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.